საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                    
№  12/29 - 01
03.07.2017 წ.  
ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე

ვბრძანებ:
1.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი ნუგზარ თოდუა – კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი  დავით ნარმანია;      
გ) პროფესორი  გიორგი ღაღანიძე;                                                                       
დ) პროფესორი თემურ შენგელია;                         
ე) ასოცირებული პროფესორი ენვერ ლაგვილავა;
ვ)  ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე;
 

ზ) ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჭილაძე;
თ) ასისტენტ პროფესორი ეკატერინე გულუა – მდივანი.
2.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი თეიმურაზ ბერიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი იური ანანიაშვილი;                               
 გ) პროფესორი სიმონ გელაშვილი;                    
დ) პროფესორი რევაზ გველესიანი;                                            
ე)  პროფესორი ქეთევან მარშავა;                                            
ვ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;                                   
ზ) აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა;                                   
თ) აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;  
ი) პროფესორი მირიან ტუხაშვილი;                
კ) პროფესორი ნოდარ ხადური;   
ლ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;            
მ) ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია;
ნ) ასოცირებული პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი;
ო) ასისტენტ პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი  –  მდივანი.
3.    შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ტურიზმის მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:
ა)  პროფესორი იოსებ ხელაშვილი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე
გ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი;
დ) ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი;
ე) ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი;
ვ) ასოცირებული პროფესორი ნანული ოქრუაშვილი;
ზ) ასისტენტ-პროფესორი ვალერი არღუთაშვილი;
თ)  ასისტენტ-პროფესორი მერაბ ხოხობაია;
ი) ინეზა ვაწაძე – კომისიის მდივანი.
4.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი (ოთახი №206) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს:
ა) მოდული: მენეჯმენტი - 26.07.2017 წ. 10:00 სთ.;
ბ) მოდული: ფინანსები და საბანკო საქმე - 27.07.2017 წ. 10:00 სთ.;
გ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა  (I ჯგ.)  - 28.07.2017 წ. 10:00 სთ.;
დ) მოდული: საბუღალტრო აღრიცხვა  (I I ჯგ.)  - 31.07.2017 წ. 10:00 სთ.;
ე) მოდული: მარკეტინგი - 01.08.2017 წ. 10:00 სთ.;
ვ) მოდული: საერთაშორისო ბიზნესი - 01.08.2017 წ. 14:00 სთ.
5.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი №515) ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს:
ა) მოდული: მაკროეკონომიკა - 26.07.2017, 10:00 სთ.;
ბ) მოდული: ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია - 27.07.2017, 10:00 სთ.;
გ) მოდული: ბიზნესის ეკონომიკა - 27.07.2017, 12:00 სთ.;
დ) მოდული: საერთაშორისო ეკონომიკა - 28.07.2017, 10:00 სთ.;
ე) მოდული: ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია - 28.07.2017, 13:00 სთ.;
ვ) მოდული: ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა - 31.07.2017, 10:00 სთ.;
ზ) მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა - 31.07.2017, 14:00 სთ.
6.    სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი (ოთახი №06 – შესასვლელი მაღლივის შიდა ეზოდან) ტურიზმის მიმართულებით განხორციელდეს: – 31.07.2017, 10:00 სთ-ზე.
7.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
8.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი, პროფესორი             თ. ბერიძე